დონალდ ტრამპი აშშ-ში TikTok-ს კრძალავს

01 Aug 2020 16:22

დონალდ ტრამპი აშშ-ში პოპულარული აპლიკაცია TikTok-ის აკრძალვას აპირებს. ტრამპის განცხადებით, ამისთვის საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების გამოყენება ან აკრძალვის შესახებ ოფიციალური განკარგულების ხელმოწერა უკვე დღეს შეუძლია. ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ აპლიკაციის ამერიკული კომპანიის შეძენას მხარს არ უჭერს.



მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჩინური აპლიკაციის წინააღმდეგ სხვადასხვა ზომას, მათ შორის აკრძალვასაც განიხილავს.



თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ TikTok-ი ჩინეთის მთავრობაზე მუშაობს და მომხმარებლების პირად მონაცემებს იპარავს. 




კომენტარები:

ფართი შოპი