რეჟისორი ალან პარკერი გარდაიცვალა

01 Aug 2020 21:21

ბრიტანელი რეჟისორი და სცენარისტი, ალან პარკერი 76 წლისა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორის გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი დაავადება იყო.



ალან პარკერი დიდი ბრიტანეთის რეჟისორთა გილდიის თანადამაარსებელი და ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერია.



მის ფილმოგრაფიაში ისეთი ფილმები შედის, როგორიცაა „ევიტა“, „შუაღამის ექსპრესი“, „ბაგსი მელოუნი“, „პინკ ფლოიდი: კედელი“ და ა.შ.




კომენტარები:

ფართი შოპი