პაატა იმნაძე: ვამაყობდი, ქართველი რომ ვარ

01 Aug 2020 22:01

,,ვამაყობდი, ქართველი რომ ვარ", - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.



იმნაძის განცხადებით, ჩვენმა მოსახლეობამ პასუხისმგებლობის უმაღლესი გრძნობა გამოავლინა, განსაკუთრებით მორწმუნეებმა.



„არაფერია იმაზე დიდი დაფასება, როცა ქუჩაში უცხო კაცი მოდის და მადლობას გეუბნება, ამაღელვებელი და სასიამოვნოა. ჩვენი მუშაობისას, საუბარი იყო რაღაცების დღეებით ადრე გაკეთებაზე, რომ დროულად მოგვესწრო მოქმედება. როცა რაიმის გახსნას იწყებ, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ქვეყანაში ინფექციის მტარებლობა, რომ ამან უცაბედი აფეთქება არ გამოიწვიოს. ჩვენ ვნახეთ მაგალითები, თუ რა მოჰყვა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში უცებ გახსნას“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი