შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

02 Aug 2020 16:22

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის

არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული

ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს

დაბადებული დ.ი. და 1962 წელს დაბადებული ზ.ი. ოჯახში ძალადობის ბრალდებით,

თბილისში დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წელს დაბადებულ ნ.ა.-ზე ბიძა და ბაბუა -

დ.ი. და ზ.ი., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და

ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2

ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.



კომენტარები:

ფართი შოპი