მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 18 მილიონს გადააჭარბა

03 Aug 2020 12:30

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსი 18 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.



ინფიცირებულთა რაოდენობა 18 019 472 ადამიანს შეადგებს, ხოლო 688 369 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.



კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსისგან 11.3 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.




კომენტარები:

ფართი შოპი