ვინ არის შს მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია

13 Nov 2017 18:39

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, შს მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა. მანამდე, გახარია, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა.


metronome.ge-ს თანახმად, “ქართული ოცნების” საიტიდან ვიგებთ, რომ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ისტორიკოსის აკედამიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა. ამის შემდეგ გვახარიამ მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. 2002-2004 წლებში გახარია ლომონოსოვის უნივერსიტეტში ბიზნესის მაგისტრის ხარისხი მიიღო.


რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, გიორგი გახარია 2013 წელს ბიზნესომბუთსმენის თანამდენბობას იკავებდა. ხოლო 2014-2016 წლებში ის პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ დაინიშნა ეკონომიკურ საკითხებში.


2004- 2008 წლებში ეკონომიკის მომავალი მინისტრი SFK Group ხელმძღვანელი იყო. გახარიას აკადემიური გამოცდილებაც აქვს. ის ლომონოსივის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.





კომენტარები:

ფართი შოპი