,,ჩემო მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს სავსემთვარეობაა!" - ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
,,ჩემო მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს სავსემთვარეობაა!
მოერიდეთ სანერვიულო საინფორმაციო გადაცემებს, მშვიდად განვლეთ ეს დღე, საკმაოდ აგრესიული ფონი ექნებათ ადამიანთა გარკვეულ ნაწილს!... ამიტომ მეტი სიმყუდროვე, სიმშვიდე და გარემო მოიწყვეთ სახლში.
ძალიან კარგია ამ დროს ლოცვაზე კონცენტრაცია, მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, პროდუქტიულია დროულად დაძინებაც.
ნუ გადაიტვირთავთ კუჭს, რთული და მძიმე საკვებით.
არ ვარგა თამბაქო და ალკოჰოლი, გამორიცხეთ ერთი დღით მაინც.
არ ვარგა ხელშეკრულებების დადება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ფულის გაცემა.
მოერიეთ საკუთარ თავს და უსურვეთ ყველას სიკეთე, სიყვარული და ბედნიერება, გაუგზავნეთ ყველას მადლიერება, პირველ რიგში კი სამყაროს შემქმნელს უფალს.
სიკეთეს გისურვებთ", - წერს ცაგარელი ,,Facebook"-გვერდზე.