ესპანეთში საქართველოს მოქალაქე, რომელიც ორსულად იყო, ჩამომხრჩვალი იპოვეს

03 Aug 2020 15:01

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. 23 წლის ახალგაზრდა სამი თვის ორსული იყო.



მკვლელობის ვერსიას ოჯახის წევრები განიხილავენ. გოგო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურიდან იყო. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს გარკვეული რაოდენობის თანხა ქართველმა ნაცნობმა მოპარა, რომელსაც უკან დაბრუნებას სთხოვდა, თუმცა აღნიშნული პირი მას მკვლელობით დაემუქრა.



მუქარის მიუხედავად გოგომ ადგილობრივ სამართალდამცველებს მიმართა. პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ კი ვალენსიაში მდებარე ერთ-ერთ პარკში ახალგაზრდა ხეზე ჩამომხრჩვალი მეუღლემ ნახა. ოჯახი ფიქრობს, რომ ის ქართველმა ნაცნობმა მოკლა.





კომენტარები:

ფართი შოპი