ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

03 Aug 2020 17:44

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის, ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ორივე დაჭრილის, ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.



„ლევან თოფაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და არ არის კონტაქტური, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს.ორივე პაციენტი სტაციონარულ რეჟიმში აგრძელებს მკურნალობას. არც ერთის ჯანმრთელობას საფრთხე არ ექმურება. ორივეს ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება. დეტალებს ვერ გავახმაურებ. ერთი-ერთი მათგანი შეიძლება, რამდენიმე დღეში გაეწეროს“ , – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.



შეგახსენებთ, თბილისში ბიზნესმენ ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ბუსა ჟვანია, რომელსაც ასევე დაზიანებები აქვს მიყენებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.




კომენტარები:

ფართი შოპი