გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის პერსონალური კომპიუტერის ექსპერტიზა დასრულდა

04 Aug 2020 14:16

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში არსებული მასალის კლონირება და დეშიფრაცია დასრულებულია.



„კლონირება დასრულებულია, დეშიფრაცია მიმდინარეობდა და, როგორც ჩანს, ესეც დასრულდა. ახლა ექსპერტებთან ერთად გავივლით და ყველაფერი გვეცოდინება – იყო შეღწევის მცდელობა, თუ არა, რა ინფორმაცია ინახებოდა, რა ფაილებია. ბაჩალიაშილის ავტომობილზეც იქნება საუბარი“, – განაცხადა ადვოკატმა.



თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.




კომენტარები:

ფართი შოპი