ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგოს ეძებენ

04 Aug 2020 14:59

ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგოს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლამდე გოგო, ხიდის მოაჯირზე იჯდა და ხიდიდან გადავარდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.



პროცესში ჩართულია 14 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის 2 მყვინთავი. ორი ნავი და ერთი ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენს.



შსს-ს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




კომენტარები:

ფართი შოპი