შრი-ლანკას მკაცრი რეჟიმის ციხიდან ნარკოკურიერი კატა გაიქცა

04 Aug 2020 15:06

შრი-ლანკაზე, ქალაქ კოლომბოში მდებარე მკაცრი რეჟიმის ციხიდან ნარკოკურიერი კატა გაიქცა. 



კატა პენიტენციური სისტემის თანამშრომლებმა ციხის ტერიტორიაზე 1 აგვისტოს დაიჭირეს. მას კისერზე ჰქონდა დამაგრებული პლასტიკური პაკეტი 2 გრამი ჰეროინით, ორი სიმბარათით და მეხსიერების ბარათით.



მეორე დღეს, ნარკოკურიერი კატა გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიით 3 აგვისტოს გავრცელდა. 



წყარო - imedinews.ge



კომენტარები:

ფართი შოპი