ბექა ფერაძე: მიმდინარეობს კონსულტაციები იმ მოთხოვნების დასადგენად, რომელთა შესრულება სკოლებსა და ბაღებს მოუწევთ

04 Aug 2020 15:41

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, მიმდინარეობს კონსულტაციები იმ მოთხოვნების დასადგენად, რომელთა შესრულება სკოლებსა და ბაღებს მოუწევთ.



„კერძო სექტორთან და თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ის მოთხოვნები, თუ რა კვადრატულობაზე მოხდება ადამიანთა, მოსწავლეთა დაშვება. ჯერ შიდა სამუშაო დოკუმენტია და განხილვას ექვემდებარება. ალბათ, უახლოეს დღეებში შეჯერდება, რა მოთხოვნები იქნება სკოლებისა და ბაღებისთვის წაყენებული. შეიძლება აქცენტი გაკეთდეს არამხოლოდ ფართობზე, არამედ სხვა პრევენციულ ღონისძიებებზე. ამიტომ, დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. სკოლებსა და საბავშვო ბაღებზე ცოტა განსხვავებული სპეციფიკა იქნება. საბავშვო ბაღის აღსაზრდელს პირბადის ტარებას ვერ მოსთხოვ, რაც შეიძლება სკოლაში მოითხოვო,“ – განაცხადა ბექა ფერაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი