ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა

04 Aug 2020 16:11

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, შალვა ბედოიძე.



შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებთან სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სტრუქტურული და ფუნქციური გაუმჯობესების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. გაფართოვდა საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის არეალი. დეპარტამენტში უკვე გამიჯნულია საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებები.



ვახტანგ გომელაურმა თბილისის სხვადასხვა რაიონის პოლიციის ხელმძღვანელებისგან დედაქალაქში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.



შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მისცა.




კომენტარები:

ფართი შოპი