,,2 თვის წინ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ, ბუსა ვერ ეგუ­ე­ბო­და, ყველ­გან დას­დევ­და" - გაირკვა რამ გამოიყვანა წყობიდან ჟვანიას შვილი

04 Aug 2020 16:18

2 ივ­ლისს, ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და პო­ლი­ტი­კო­სის, გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი მძი­მედ დაჭ­რეს. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დაჭ­რა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ვაჟი, ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვა­ნია იყო, რაც შსს-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით და­დას­ტურ­და. ბუსა თო­ფა­ძე­ე­ბის სახ­ლში ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გამო მი­ვი­და, რო­მელ­საც ორი თვის წინ და­შორ­და. 



"ამბებთან" სა­უბ­რი­სას ოჯახის ახლობელმა კონფლიქტის წინაპირობაზე ისაუბრა:



"ერ­თმა­ნე­თი წლე­ბი უყ­ვარ­დათ, გო­გოს ბუ­სას ოჯა­ხიც იც­ნობ­და. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნაა, წარ­მო­მიდ­გე­ნია, ახლა რა დღე­შია. მი­ზე­ზი რა გახ­და, არ ვიცი, მაგ­რამ ბუსა და ის ორი თვის წინ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. ბუსა ვერ ეგუ­ე­ბო­და ამას და თურ­მე ეჭ­ვი­ა­ნობ­და, ყველ­გან დას­დევ­და და ხვდე­ბო­და. იმ ღა­მე­საც ალ­ბათ გა­ი­გო, რომ ლე­ვა­ნ­თან მე­გობ­რე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და მისი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც იქ იყო. ალ­ბათ სწო­რედ ამი­ტომ მი­ა­კი­თხა თო­ფა­ძე­ებს სახ­ლში. ის და ლე­ვა­ნი­ ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან და არ მიკ­ვირს, რომ მათ­თან სტუმ­რად იყო, რად­გან სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო წრე ჰყავთ. 


ერთი რამ ნამ­დვი­ლად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ბუ­სას ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ლე­ვა­ნ თო­ფა­ძე მხო­ლოდ ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან და ლე­ვა­ნი­კოს არა­ვის­თვის წა­ურ­თმე­ვია შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.


ბუსა კორ­ნე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, იცით რო­გორ სწავ­ლობ­და და რა ჭკვი­ა­ნია? - რა­ღაც­ნა­ი­რად აი­რია მისი ცხოვ­რე­ბა", - განაცხადა ოჯახის ახლობელმა.



ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ვან თო­ფა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა ახლა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა და ოჯა­ხის წევ­რებს მისი გა­დარ­ჩე­ნის იმე­დი მის­ცეს.




კომენტარები:

ფართი შოპი