ლოს-ანჯელესის ზოოპარკის თანამშრომლებმა შეყვარებულ ლომებს ევთანაზია ერთ დღეს ჩაუტარეს

04 Aug 2020 16:29

აშშ-ში, ლოს-ანჯელესის ზოოპარკის თანამშრომლებმა, შეყვარებული ლომების წყვილი ერთ დღეს დააძინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ზოოპარკის Facebook-ზე გავრცელდა.


21 წლის ლომები ჰუბერტი და კალისა აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებში დაიბადნენ და ერთმანეთს პირველად Woodland Park Zoo-ში შეხვდნენ, სადაც მათი „რომანი“ დაიწყო.


2014 წელს წყვილი ლოს-ანჯელესის ზოოპარკში გადმოიყვანეს. ზოოპარკის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ლომების ეს წყვილი ზოოპარკში პოპულარობით სარგებლობდა.


2020 წლის 30 ივლისს ზოოპარკის ვეტერინარებმა ცხოველებს ევთანაზია ერთ დღეს ჩაუტარეს. მიზეზი ლომების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. ვეტერინარები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ლომები ერთმანეთის გარეშე ვერ გაძლებდნენ.


ზოოპარკის თანამშრომლების ცნობით, ლომები ტყვეობაში საშუალოდ 17 წელს ცოცხლობენ, ველურ ბუნებაში 10-14 წელს.



წყარო - Imedinews.ge



კომენტარები:

ფართი შოპი