რატომ არ ეცვა თამარ ბაჩალიაშვილს ფეხსაცმელი - ახალი გარემოება გარდაცვლილის საქმეში

04 Aug 2020 17:07

ოჯახისთვის 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, როდესაც გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს, მას ფეხსაცმელი არ ეცვა და სამართალდამცავებმა ბაჩალიაშვილის ფეხსაცმელი, მოგვიანებით, ავტომანქანის სალონში იპოვეს.


„ყველაფერი კითხვის ნიშანს და ეჭვს ბადებს. შესაბამისად ფეხსაცმლის ექსპერტიზაც ტარდება და იმედი მაქვს გამოძიება გაგვცემს სრულყოფილ პასუხს“, - აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.


ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმე საკმაოდ ბუნდოვანია და დღითი-დღე ახალი გარემოებები ჩნდება. რამიშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია საქმეში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვნენ.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. 




კომენტარები:

ფართი შოპი