თამარ ჩერგოლეიშვილი: არჩევნებს იგებს არა საყვარელი და ფუმფულა, არამედ ის, ვისაც ყვერები და ენერგია აქვს

04 Aug 2020 17:28

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნებს იგებს არა საყვარელი და ფუმფულა, არამედ ის, ვისაც ყვერები და ენერგია აქვს.


,,რამდენი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომ მივხვდეთ - გადამწყვეტ ბრძოლას იგებს არა საყვარელი და ფუმფულა, არამედ ის, ვისაც ყვერები და ენერგია აქვს და ხალხს არწმუნებს, რომ მას ხალხისთვის სასიკეთო ცვლილების გამოწვევა და შედეგის დადება შეუძლია. 


მასე მოიგო ზვიადმა, მასე მოიგო შევარდნაძემ, მასე მოიგო მიშამ და მასე მოიგო ბიძინამ. 

იმ მომენტში რაც იდგა პრობლემად - იმ პრობლემის გადაჭრად ესახებოდათ. 

ზვიადი - ეროვნული დამოუკიდებლობა

შევარდნაძე - სტაბილურობა

მიშა - უძრაობის დაძლევა 

ბიძინა - ჭორვილა 

არცერთი მათგანისთვის არ მიუციათ ხმა იმიტომ, რომ ძალიან ფუმფულა და საყვარელია. 

ხმა იმიტომ მისცეს, რომ იმ დროისთვის არსებული პრობლემების მომგვარებლად ესახებოდათ.


დღეს პრობლემად დგას ერთი კაცის თავგასულობა, სიდუხჭირე და განუკითხაობა - ვინც დააჯერებს რომ მიხედავს, იმას აირჩევენ და არა ვარდისფერ პლუშის თოჯინას", - წერს ჩერგოლეიშვილი ,,facebook"-გვერდზე.




კომენტარები:

ფართი შოპი