სტიქიით დაზარალებულ, ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

04 Aug 2020 17:46

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, სტიქიის ზონაში, ყველა სექტორის ეფექტიანმა და კოორდინირებულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. ამ დროისთვის უკვე აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება ყველა სოფელთან და საავტომობილო მოძრაობა 8 სოფელთან. 4 სოფელთან კავშირი დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით ხორციელდება.


ამასთანავე, ყოველდღიური კომუნიკაციაა  მოსახლეობასთან სტიქიის ზონაში და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები შეუფერხებლად მიეწოდებათ ვერტმფრენის საშუალებით,  უამინდობის შემთხვევაში კი მეხანძრე-მაშველების დახმარებით.




კომენტარები:

ფართი შოპი