საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს

04 Aug 2020 17:53

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.


სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 - 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 - 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს.


ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს.




კომენტარები:

ფართი შოპი