როგორ დაიცვათ კანი, თუ პირბადეს მუდმივად ატარებთ?

04 Aug 2020 18:02

თუკი, მთელი დღე პირბადის ტარება გიწევთ, სახის კანს უკვე შეატყობდით ნეგატიურ ზეგავლენას. შესაძლოა, გაგიჩნდათ აკნე და გამონაყარი. გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომელიც პირბადის მუდმივად ტარების პირობებში, თქვენი სახის კანის მოვლაში დაგეხმარებათ.


პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი, არ გამოიყენოთ სინთეტიკური ნაჭრის პირბადეები. მათ არ აქვთ წყლის შეწოვის ფუნქცია და ის ნოტიო ჰაერი, რასაც სუნთქვის დროს წარმოვქმნით არ შეიწოვება, ილექება ნიღაბსა და ჩვენს კანზე და იდეალურ გარემოს ქმნის ბაქტერიების გასამრავლებლად. ეცადეთ პირბადე იყოს ბუნებრივი ქსოვილის, იდეალურია ბამბის ნიღბები.


მეორე პუნქტი დატენიანებაა. დარწმუნდით, რომ თქვენი კანი დატენიანებული და კარგად შეიარაღებულია. როდესაც კანის ბარიერი ძლიერია, გამაღიზიანებელი ფაქტორები ნაკლებად თრგუნავს მას. ეცადეთ გამოიყენოთ არაკომედოგენური საცხები, ისეთები, რომელთა შემადგენლობაშიც არ იქნება ალკოჰოლი, პარფიუმი, ეთერზეთები და სხვა კანის გამაღიზიანებელი ალერგენები.


გაამარტივეთ თქვენი რუტინა. ეცადეთ არ გამოიყენოთ ექსტრა პროდუქტები, დაიყვანეთ რუტინა მინიმუმამდე. შეეცადეთ არ გატესტოთ ახალი პროდუქტები, რადგან თქვენი კანი ისედაც გაღიზიანებულია, მოერიდეთ ექსპერიმენტებს. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მაკიაჟის პროდუქტებს.


ღამის რუტინაში ეცადეთ აღმდგენი სახის საცხები გამოიყენოთ. არ დაგავიწყდეთ მრავალჯერადი პირბადის გარეცხვა ყოველი გამოყენების შემდგომ. უმჯობესია მისი ცხელი წყლით გარეცხვა, რათა თავიდან აიცილოთ ბაქტერიების გამრავლება.. კარგია თუ ხშირად დაამუშავებთ მას სამედიცინო სპირტით.


თუ უკვე გაღიზიანებული გაქვთ კანი და აკნე და გამონაყარი გაგიჩნდათ, გიამბობთ როგორ ებრძოლოთ მას. ამ ტიპის აკნეს Acne Mechanica წარმოიქმნება ნოტიო, ბაქტერიებისათვის ხელსაყრელ გარემოში.


მის სამკურნალოდ საუკეთესო ინგრედიენტებია: ბენზოლის ზეჟანგი, სალიცილის მჟავა, აზელაინის მჟავა და რეტინოიდები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინგრედიენტები აკნეს კარგად კურნავს, გასათვალისწინებელია მათი კანის გამოშრობის ფუნქციაც, ამიტომ ეცადეთ ამ ინგრედინტების შემცველი დასაბანი საშუალებები გამოიყენოთ.


კვირაში 3 ან 4-ჯერ დაიბანეთ ამ პროდუქტებით სახე, რათა გაღიზიანებასთან ერთად, სიმშრალის და გაუწყლოების პრობლემაც არ წარმოიქმნას. 


ეცადეთ მექანიკურად არ დააზიანოთ გამონაყარი სჯობს გამოიყენოთ ჰიდროკოლოიდური პაჩები.




კომენტარები:

ფართი შოპი