"თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლია ოჯა­ხი, თა­მუ­ნას სხვა შვი­ლე­ბი არ ჰყავ­და" - ახალი ცნობები გარდაცვლილი 41 წლის ქალის შესახებ

04 Aug 2020 18:30

41 წლის თა­მუ­ნა მი­ნაშ­ვი­ლს სა­კე­ის­რო კვე­თა ჩა­უ­ტარ­და, რის შემ­დე­გაც იგი გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­შო­ბი­ლე­ბი გა­დარ­ჩნენ და მათი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. რა გახ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია.


რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ახ­ლო­ბელ­ი აცხადებს, ოჯა­ხი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას ითხოვს.


"თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლია ოჯა­ხი, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ჯერ არა­ვინ იცის. თა­მუ­ნას სხვა შვი­ლე­ბი არ ჰყავ­და. 9-წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ გახ­და დედა და ახლა ეს სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და. ოჯა­ხი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას ითხოვენ. ბავ­შვე­ბი კარ­გად არი­ან, ამ­ჟა­მად ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან", - აღ­ნიშ­ნა "ამბებთან" სა­უ­ბარ­ში გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლმა.


სა­ა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მოხ­და­რის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი არ ­ა­კე­თებენ.


კლინიკა „ჰერაში” მშობიარე ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.




კომენტარები:

ფართი შოპი