ზურაბ ჭიაბერაშვილი: წლებია ’ქართულ ოცნებას" დამცავი ინფრასტრუქტურა არ განუახლებია, რომ მდინარემ კალაპოტი არ გადმოლახოს

04 Aug 2020 19:33

’ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ლაგოდეხში დღეს სტიქიით დაზარალებულ რამდენიმე სოფელში იმყოფებოდა. 



’დღეს ლაგოდეხის რამდენიმე სოფელი მოვინახულე, სადაც წუხელ ადიდებულმა მდინარე კაბალმა ოჯახებს ნათესები გაუნადგურა, კარ-მიდამო დაუტბორა, ფრინველი დაუხოცა, გზები მოუშალა. ხომ მძიმეა მიყენებული ზიანი, მაგრამ ოჯახებს სასოწარკვეთაში აგდებს ხელისუფლების უყურადღებობა და გულგრილობა. წლებია, დამცავი ინფრასტრუქტურა არ განახლებულა, რომ მდინარემ კალაპოტი არ გადმოლახოს. მეორე საკითხია დაზარალებულთა დახმარება, რომელზეც ბიუჯეტის მჭამელი ,,ოცნება" სულ უსახსრობას იმიზეზებს. დაზარალებულებს დახმარება სჭირდებათ!” - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.


გუშინ ღამით მდინარე კაბალმა დატბორა სოფლები, ადგილობრივებს გაუნადგურა ნათესები და დაუხოცა ფრინველები.




კომენტარები:

ფართი შოპი