ნინო ჟვანია: მინდა, თოფაძეების ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, როგორიც მათთვის

04 Aug 2020 19:39

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება.


სასამართლო სხდომაზე ბუსა ჟვანიას ბიძა გოგლა ჟვანია და დედა ნინო ჟვანია იმყოფებიან. 


ნინო ჟვანიას განცხადებით, მთავარია, რომ ლევან თოფაძე გადარჩა და ჯანმრთელად არის.


„მინდა, ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, როგორიც მათთვის. ვისურვებდი, მე დამმართნოდა ეს. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. მიმდინარეობს გამოძიება. ემოციურად ძალიან ცუდად ვიყავით და ახლა ნელ-ნელა ხდება ჩვენებების წაკითხვა. იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება. ვფიქრობ, რომ დაუმძიმდება ბრალი. რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს, მაგრამ არ მგონია, რომ მძიმეს”, – აღნიშნა ნინო ჟვანიამ.


მისივე თქმით, თოფაძეების ოჯახში მხოლოდ ბოდიშის მოსახდელად რეკავდა და არა მოსალაპარაკებლად.


თბილისში ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ბუსა ჟვანია, რომელსაც ასევე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. ჟვანიას ბრალდება წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



კომენტარები:

ფართი შოპი