შსს: სამინისტრო მზად არის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან ითანამშრომლოს

04 Aug 2020 21:58

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ჩართვის საკითხზე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვედრა შესთავაზა.


როგორც შსს-ში აცხადებენ, სამინისტრო მზად არის, საქმის გამოძიების დროს ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან ითანამშრომლოს.


„შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მათ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქმეში ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ჩართულობას. სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ და ამ მიზნით დღეს ოჯახს შეხვედრა შესთავაზა“, – აცხადებენ შსს-ში.



კომენტარები:

ფართი შოპი