78 დაღუპული და 4000-ზე მეტი დაშავებული - ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება მოხდა

05 Aug 2020 12:10

ლიბანში აფეთქების შედეგად 78 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია 4 000-ზე მეტი ადამიანი. 


„ბევრი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ასობით ადამიანი მოდის და სამაშველო ჯგუფებს მათი ახლობლების შესახებ ეკითხება, ღამით სამძებრო სამუშაოები გაძნელდა, რადგან არ არის ელექტროენერგია. ჩვენ რეალური კატასტროფის წინაშე ვართ და დრო გვჭირდება ზარალის შესაფასებლად“, – განაცხადა ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა, ჰამად ჰასანიმ.


ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა.



კომენტარები:

ფართი შოპი