ცნობილია საზარელ ავარიაში დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა - ისინი 17 წლის ბიჭები არიან

05 Aug 2020 14:19

ანაკ­ლია-გან­მუ­ხუ­რის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლე­ბი 17 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან. ისი­ნი კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ და ზღვი­დან სახ­ლში, სო­ფელ ორუ­ლუ­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ.


AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი გარ­დაც­ვლი­ლი ლე­ვან მა­ქა­ცა­რია და ია­კობ ოთხო­ზო­რია რაგ­ბის კლუბ "ზუგ­დიდ­ში" თა­მა­შობ­დნენ.


ცოტა ხნის წინ ბი­ჭე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ კლუ­ბის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ინ­ფორ­მა­ცი­აც გავ­რცელ­და:


"სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში გარ­და­იც­ვა­ლა რაგ­ბი კლუ­ბი ზუგ­დი­დის ორი მო­თა­მა­შე ია­კობ ოთხო­ზო­რია, ლე­ვან მა­ქა­ცა­რია. კლუ­ბის სა­ხე­ლით ვუ­სამ­ძიმ­რებთ მათ ოჯა­ხებს, უფალ­მა გა­გაძ­ლი­ე­როთ ამ მძი­მე ჟამს", - წე­რია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


სოფ­ლის რწმუ­ნე­ბულ­მა ვა­ლერ პერ­ტა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდის ცხე­და­რი ქუ­თა­ის­ში ექ­სპერ­ტი­სის ბი­უ­რო­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი.


"სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და. ერთ-ერთი ჩემს თვალ­წინ გაზ­რდი­ლი ბავ­შვია. რა ვთქვა არ ვიცი, სა­ში­ნე­ლე­ბაა. სა­მი­ვე კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ. წელს და­ამ­თავ­რეს სკო­ლა. ზღვა­ზე იყ­ვნენ და სახ­ლში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. მე­ო­თხეც იყო, მაგ­რამ ის გა­დარ­ჩა და სა­ა­ვად­მყო­ფო­შია",- ამ­ბობს ზუგ­დი­დის სო­ფელ ორუ­ლუს რწმუ­ნე­ბუ­ლი ვა­ლერ პერ­ტა­ია.




კომენტარები:

ფართი შოპი