მიხეილ რამიშვილი: ძალოვანმა უწყებებმა FBI-ის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე მოთხოვნა უკვე გადაუგზავნეს

05 Aug 2020 18:05

შევხვდით მინისტრის მოადგილეს, ბატონ ვლადიმერ ბორცვაძეს, ამ შეხვედრას ესწრებოდა მამუკა ჭელიძე. როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, უკვე შსს-ს მხრიდან ფედერალურ ბიუროში გაიგზავნა ინფორმაცია თანამშრომლობის შესახებ, - ეს განცხადება მედიასთან, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.


„ახლა უნდა გაირკვეს, კონკრეტულად რა ფორმით ითანამშრომლებს და რა ფორმით ჩაერთვება პროცესში FBI. ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, რომ მაქსიმალურად იყოს გამოყენებული მოთხოვნა, რომ ფედერალური ბიურო ჩართოს ექსპერტიზის კუთხითაც და ყველა კითხვაზე იყოს პასუხი გაცემული. ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი და ისეთი პოზიცია, რომ ეს იყოს მოტყუება და პროცესი შენელდეს“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. 



კომენტარები:

ფართი შოპი