ამირან გამყრელიძე: შემუშავდება სპეციალური სტანდარტი, როგორ უნდა განთავსდნენ მოსწავლეები და სტუდენტები სასწავლო დაწესებულებებში

05 Aug 2020 18:28

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც სწავლის დაწყების პარალელურად განხორციელდება.


„სწავლის დაწყება მობილობას გაზრდის და რა თქმა უნდა, სწავლა ვერ იქნება ჩვეულ სტილში. თუ აქამდე ერთ ოთახში იჯდა 20 ადამიანი, ახლა ასე ვეღარ იქნება. იარსებებს შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები – აუდიტორიებში. ასევე, გვექნება პროტოკოლი, როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები – ხელების ხშირი დამუშავება, პირბადის გამოყენება. მუშავდება ეს სტანდარტები და დარწმუნებული ვარ, დამყოლობა კარგი იქნება და შევძლებთ, ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს, თუმცა რისკი დიდია“, – განაცხადა გამყრელიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი