მიხეილ რამიშვილი: ბაჩანა ლობჟანიძესთან თავად ბაჩალიაშვილის ოჯახმა დამაკავშირა

05 Aug 2020 18:43

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბაჩანა ლობჟანიძესთან, რომელიც აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, თავად ოჯახმა დააკავშირა.


„მე დამაკავშირა ოჯახმა და მითხრა, რომ თამარის მეგობარი იყო და გავეცანი, სამხარაულის ბიუროში იყო ჩემთან ერთად და მესაუბრებოდა კომპიუტერთან მიმართებაში რა გამოცდილებაც ჰქონდა. სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ“, – განაცხადა რამიშვილმა.


თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა დღეს აღნიშნა: „ბაჩანა ლობჟანიძე ვიღაც ციდან მოფრენილია. ერთხელ იყო, როდესაც ჩემმა ბიძაშვილმა მოიყვანა, თამუნას შეყვარებული ვიყავიო, ერთხელ იყო ჩვენთან სახლში“.


რაც შეეხება ბაჩანა ლობჟანიძეს, მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარია, საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავს.




კომენტარები:

ფართი შოპი