ზურაბ ჟვანიას ქვრივმა ნინო ჟვანიამ გოგი თოფაძის ოჯახს ბოდიში მოუხადა. ბუსა ჟვანიამ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევანიკო თოფაძე, ორი დღის წინ, საკუთარ სახლში დანით დაჭრა, რის გამოც მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შემთხვევა ახალგაზრდა გოგონას გამო მოხდა, რომელიც წლების მანძილზე ბუსა ჟვანიას შეყვარებული იყო და ორი თვის წინ დაშორდა.
"მადლობა ღმერთს გადავრჩი. ნინო ჟვანიას განცხადება ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ ბოდიშს თუ მიხდის კი ბატონო, კიდევ კარგი რომ ეგ თქვა. როცა ის ამბავი მოხდა, ნინომ დამირეკა, ექიმთან ვიყავი იმ დროს, მოვუბოდიშე და ვუთხარი, სახლში როცა წავალ შემდეგ დამირეკე-მეთქი. კიდევ დამირეკავს ალბათ", - განაცხადა თოფაძემ.
წყარო - პრაიმტაიმი