თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მისთვის მთავარია, როგორ ჩაერთვება ფედერალური ბიურო საქმეში.
„რადგან ფედერალური ბიუროს ჩართვაზე თქვეს თანხმობა, ამიტომ მოვედი შსს-ში, ახლა მნიშვნელოვანია რა დონეზე ჩართავენ, კონსულტაციების დონეზე არ მაწყობს, თავიდან ბოლომდე დაწყებული დაკარგვის დღიდან დამთავრებული დღემდე უნდა იყოს ჩართული ეფბიაი ყველა დეტალში. ფედერალურმა ბიურომ უნდა გამოიძიოს ყველაფერი, რატომ დაიკარგა თამარი, რატომ ვერ მოძებნეს ხუთი დღის განმავლობაში, რატომ წაიშალა კომპიუტერში ყველაფერი და წაიშალა ალბათ მანქანაც, რომელიც ჯერ არ არის გახსნილი. ველოდებით ფედერალურ ბიუროს ჩამოსვლას და ისე გაიხსნება მანქანა. მაღალჩინოსნებთან არის დაკავშირებული, რომ ამდენი ხარვეზია გამოძიებაში და არც ერთ კითხვაზე პასუხი ჯერ არ გაუციათ. საქმეს აქამდე ეცნობოდნენ, დღეს უკვე გაცნობილი არიან და ვნახავ, რამდენ კითხვაზე გამცემენ პასუხს“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.