კანადელმა მომღერალმა ნილ იანგმა დონალდ ტრამპს მისი სიმღერების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების გამო უჩივლა

05 Aug 2020 19:58

კანადელი მუსიკოსი და მომღერალი ნილ იანგი ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ინფორმაცია იანგის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.


ის დონალდ ტრამპს მიტინგებზე მისი სიმღერების Rockin 'in the Free World-ის და Devilʼs Sidewalk-ის მიტინგებზე გამოყენების გამო უჩივის.


იანგის სარჩელის ასლი მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ ტრამპმა მისი სიმღერები 2015 წელს გამოიყენა.


იანგი მოუწოდებს აშშ-ის საზოგადოებას, რომ მისი სარჩელი ამ ქვეყნის მოქალაქეებმა შეურაცხყოფად და ანტიამერიკულ კამპანიად არ მიიღონ. იანგს სიმღერების გამოყენების სანაცვლოდ უმაღლესი მოცულობის კომპენსაციის მიღება სურს, თუმცა თანხის მოცულობა არ სახელდება.


2015 წელს დონალდ ტრამპს სიმღერების პოლიტიკური მიზნით გამოყენება ბევრმა ცნობილმა მომღერალმა აუკრძალა. მათ შორისაა, ადელი, მუსიკალური ჯგუფები The Rolling Stones-ი, Aerosmith-ი, R.E.M-ი, Queen-ი და პრინსის მემკვიდრეები.



წყარო - imedinews.ge


კომენტარები:

ფართი შოპი