არაფერს ვპასუხობ, რადგან ვფიქრობ, ეს არის აბსურდი და არასწორია ერთმანეთზე თავდასხმა, - აღნიშნული პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე განაცხადა.
„ვაპირებ პრემიერ-მინისტრობას კონკრეტული მიზნით, რომ არცერთი მშიერი ადამიანი არ იყოს საქართველოში. მე მაქვს ამისთვის შესაბამისი გეგმა. სხვაც თუ აპირებს, უნდა თქვას, მაგრამ პირველ რიგში გეგმა უნდა წარადგინოს, რატომ? არ ვპასუხობ არაფერს, იმიტომ რომ ვფიქრობ, ეს არის აბსურდი და არასწორია ერთმანეთზე თავდასხმა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.