"ვნახავ ქალბატონ ნინოს... რაც შემიძლია მხარს დავუჭერ, მეცოდება" - გოგი თოფაძე ამბობს, რომ ბუსა ჟვანიასთვის სასჯელის დამძიმება მისი სურვილი არ იყო

05 Aug 2020 20:29

ლე­ვან თო­ფა­ძის დაჭ­რის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ბუსა ჟვა­ნი­ას დედა ნინო ქა­და­გი­ძე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯახს ბო­დიშს უხ­დის. ამის შე­სა­ხებ მან სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან გა­ნა­ცხა­და.


"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო ოჯახს და ვუ­თხრა, რომ ჩემ­თვის ეს ისე­თი­ვე ტკი­ვი­ლია, თუ არა უა­რე­სი, რო­გო­რიც არის მათ­თვის. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას რა თქმა უნდა, არ გა­ვურ­ბი­ვართ. ჯერ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. იმე­დი მაქვს, რომ ობი­ექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, თუმ­ცა მგო­ნია, რომ ისე და­უმ­ძი­მეს ბრა­ლი... ძა­ლი­ან მძი­მე იყო ეს ჩემ­თვის", - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გი­ძემ და კი­თხვა­ზე, მარ­თლა და­უ­რე­კა თუ არა მან გოგი თო­ფა­ძეს, უპა­სუ­ხა, რომ და­უ­რე­კა ბო­დი­შის მო­სახ­დე­ლად და არა მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად.


შედ­გა თუ არა სა­უ­ბა­რი და­კა­ვე­ბუ­ლის დე­და­სა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯახს შო­რის, ამის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE გოგი თო­ფა­ძეს და­უ­კავ­შირ­და.


ყო­ფილ­მა პარ­ლა­მენ­ტარ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მისი შვი­ლიშ­ვი­ლის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბუსა ჟვა­ნი­ას დე­დამ, ნინო ქა­და­გი­ძემ მარ­თლაც და­უ­რე­კა.


"ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ და­მი­რე­კა, მას რას ვერ­ჩი... იმ დროს პო­ლი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი და ჩემი და­კი­თხვა მი­დი­ო­და. ვუ­თხა­რი, სა­ღა­მოს და­მი­რე­კეთ, სახ­ლში ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი, ვიც­ნობ ამ ქალ­ბა­ტონს, რა უნდა ვუ­თხრა, რა უნდა ვქნა? პო­ლი­ცი­ა­ში ის ვთქვი, რაც იყო. თუმ­ცა მინ­და გი­თხრათ, რომ სას­ჯე­ლის ზო­მის ასე აწე­ვა ჩემი სურ­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა, არ წა­ვალ ამა­ზე თა­ნახ­მა. მე­გო­ნა, ბავ­შვი კვდე­ბო­და, გამ­წა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და რა მოხ­და და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს, ეს უკვე არ ვიცი, არაა ჩემი ბრა­ლი.


რა ვუქ­ნა იმას, რაც ჩვე­ნე­ბა­ში მი­წე­რია და რა­ზეც ორ­ჯერ მო­მა­წე­რი­ნეს ხელი? პირ­ვე­ლი 2 დღე გი­ჟად ვი­ყა­ვი და ის დავ­წე­რე, რაც რე­ა­ლუ­რად ვი­ცო­დი. ვიც­ნობ დე­და­მისს, კაი ქა­ლია, ტი­რის, მაგ­რამ რა ვქნა?


მე რაც პო­ლი­ცი­ას ვუ­თხა­რი, ის არ ით­ვა­ლის­წი­ნებს 15 წელს, მაქ­სი­მუმ 3 თუ 4 წელს. ვნა­ხავ იმ ქალ­ბა­ტონს, ავუხ­სნი ყვე­ლა­ფერს და რაც შე­მიძ­ლია მხარს და­ვუ­ჭერ, მე­ცო­დე­ბა...


ისე, ის ბიჭი 2 დღის წინ რომ სა­დღაც მე­ნა­ხა, იქ­ნე­ბა მო­მეკ­ლა კი­დეც, მაგ­რამ ახლა ლე­ვა­ნი უკე­თე­სო­ბის­კე­ნაა და სი­ფი­ცხემ გა­და­მი­ა­რა. მთვრა­ლი იყო ისიც, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლიც, იმას ის გოგო მოს­წონ­და, ჩემ­სას იმ ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია, მაგ­რამ ჟვა­ნი­ას რა და რო­გორ მო­ეჩ­ვე­ნა, არ ვიცი. ყვე­ლა­ნი, ვინც იქ იყ­ვნენ, ლე­ვა­ნი­კოს თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი არი­ან, ის გო­გო­ნაც. შევ­ხვდე­ბი დე­და­მისს, და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი... რომ გა­ვი­გე 15 წე­ლიო, შე­მე­ცო­და, კაცო, ის ბიჭი და დე­და­მი­სი" - გა­ნა­ცხა­და გოგი თო­ფა­ძე.


ცნო­ბის­თვის, ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვა­ნი­ას, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის, ლე­ვან თო­ფა­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.


აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ეკა­ტე­რი­ნე კუ­კუ­ლაშ­ვილ­მა მი­ი­ღო.


დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე ბუსა ჟვა­ნი­ას­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, დაც­ვის მხა­რე კი მისი 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და.



კომენტარები:

ფართი შოპი