"ვინ დაავალა ამის თქმა, რომ ჩანერგილი ვარ?" - რას ამბობს ბაჩალიაშვილების ადვოკატი ბიჭზე, რომელიც ამტკიცებს, რომ პროგრამისტის შეყვარებულია

05 Aug 2020 20:34

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ში ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძის გა­მო­ჩე­ნამ უამ­რა­ვი კი­თხვა გა­ა­ჩი­ნა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ეჭ­ვობს, რომ ის ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ში ხე­ლოვ­ნუ­რად არის ჩარ­თუ­ლი და სი­ნამ­დვი­ლე­ში შე­საძ­ლოა, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის დაკ­ვე­თას ას­რუ­ლებ­დეს. ამ ვა­რა­უდ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ შე­კი­თხვა­ზე, ლობ­ჟა­ნი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა „სა­ღა­მოს ნი­უს­რუმს“ გა­ნუ­ცხა­და (გა­და­ცე­მის სრუ­ლი ვერ­სია შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში, 5 აგ­ვის­ტოს, 19 სა­ათ­ზე), რომ მის­თვის ცნო­ბი­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის ეს გან­წყო­ბა და დას­ძი­ნა, რომ ასე­თი ეჭ­ვე­ბი ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც არ­სე­ბობს. ლო­ბა­ჟა­ნი­ძემ ასე­ვე თქვა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში თავს უსაფრ­თხოდ არ გრძნობს და მას პრი­ვა­ტულ სა­უბ­რებ­ში სწო­რედ შვე­დეთ­ში წას­ვლა ურ­ჩი­ეს.


ად­ვო­კატ­მა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა AMBEBI.GE - სთან ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი ვა­რა­უ­დე­ბის ფა­რულ მიზ­ნებ­ზე ისა­უბ­რა. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ შე­საძ­ლოა, გარ­კვე­ულ პი­რებს სურ­დეთ მას­სა და გარ­დაც­ვლი­ლი ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახს შო­რის შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა.


"ვინ და­ა­ვა­ლა მას ამის თქმა, რომ ჩა­ნერ­გი­ლი ვარ? ცოტა ჭკვი­ა­ნუ­რად მა­ინც და­ა­ვა­ლონ, ვინც ავა­ლებს. არ ვიცი, სა­ერ­თოდ ვინ არის ეს ბიჭი და რა უნდა. ჩემს ავ­ტო­რი­ტეტს და საქ­მი­ან რე­პუ­ტა­ცი­ას უნ­დათ ლაქა მოს­ცხონ?! მიც­ნობს მთე­ლი ქვე­ყა­ნა და ჩემი მოს­ყიდ­ვა კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­ი­დან ვერ მო­ა­ხერ­ხა ვე­რა­ვინ და არც ახლა გა­მო­უ­ვათ. ყვე­ლა­ფე­რი გა­მი­გია, მაგ­რამ ჩემი ჩა­ნერგვა სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეს? ალ­ბათ იმას იტყო­და, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ ჩემ­ზე, რომ მე ვარ ჩა­ნერ­გი­ლი, რაც სიც­რუ­ეა, ცხა­დია. ალ­ბათ სურთ, ჩემ­სა და ოჯახს შო­რის ჩა­მო­აგ­დონ უთან­ხმო­ე­ბა და დის­კრე­დი­ტა­ცია მო­ახ­დი­ნონ ჩემი. გა­სა­გე­ბია, ეს არის, ალ­ბათ დაკ­ვე­თა. ეგ თუ შეგ­ზავ­ნი­ლია და შვე­დეთ­ში ითხოვს თავ­შე­სა­ფარს, მე სად ვი­თხოვ, არ უთ­ქვამს?“ - ამ­ბობს მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი.


ად­ვო­კა­ტის თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახ­მა არა­ფე­რი იცო­და ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძის შე­სა­ხებ, რაც მისი აზ­რით, გარ­კვე­ულ ეჭ­ვებს აჩენს.


„ოჯახ­მა არ იცო­და, რომ თა­მარს ჰყავ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. მო­იყ­ვა­ნეს და გა­აც­ნეს მშობ­ლებს. აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­ლუ­ლი გუ­ლის სწო­რი ჰყო­ლია თა­მარს. მეც გა­მაც­ნეს, რო­გორც კომ­პი­უ­ტე­რის კარ­გი მცოდ­ნე. ამის გამო ვთხო­ვე, რომ წა­მომ­ყო­ლო­და და ექ­სპერ­ტი­ზა­ზე რა­ღა­ცე­ებ­ში კონ­სულ­ტა­ცია გა­ე­წია, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ არ იცის კარ­გად კომ­პი­უ­ტე­რი. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოა ეს ბიჭი თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლე­ბით. FBI -ის ჩარ­თვის იდე­აც არ მო­წონს. არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა. ფაქ­ტია, რომ სა­ეჭ­ვო პერ­სო­ნაა.


შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ასე არ და­დის და ასე არ ყვე­ბა ამ­ბავს. ღი­მი­ლი კი არა, დარ­დით კვდე­ბი­ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი. სიყ­ვა­რუ­ლის დროს სა­ერ­თოდ, კაცი უფრო მალე კვდე­ბა შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ვიდ­რე ქალი", - აცხა­დებს AMBEBI.GE -სთან მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი.




კომენტარები:

ფართი შოპი