"ჩემზე თქვა, - გამაცნო თამუნამო. ტყუილია!" - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი და რას პასუხობს ბიჭი, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილის შეყვარებული იყო

05 Aug 2020 21:13

სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი მა­რი­ამ ვარ­დი­აშ­ვი­ლი ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძეს სიც­რუ­ე­ში სდებს ბრალს. შე­გახ­სე­ნებთ, ლობ­ჟა­ნი­ძემ მე­დი­ა­ში გან­ცხა­და, რომ იგი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. მან ასე­ვე თქვა, რომ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე მას რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი გა­აც­ნო, მათ შო­რის მა­რი­ამ ვარ­დი­აშ­ვი­ლი, რაც ამ უკა­ნას­კნელ­მა "ტვ პირ­ვე­ლის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას მე­გო­ბარ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ლობ­ჟა­ნი­ძეს­თვის გა­მარ­ჯო­ბაც კი არ­სო­დეს უთ­ქვამს.


"ლობ­ჟა­ნი­ძე ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლი იყო, მაგ­რამ შო­რი­დან მყავს ნა­ნა­ხი, გა­მარ­ჯო­ბაც კი არ გვით­ქვამს ერ­თმა­ნე­თის­თვის. ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მაც­ნო თა­მუ­ნა­მო. ტყუ­ი­ლია! ვი­მე­ო­რებ, გა­მარ­ჯო­ბაც არ მქონ­და ნათ­ქვა­მი. უბ­რა­ლოდ შარ­შან ზამ­თარ­ში მომ­წე­რა, რომ ჩემი მე­გო­ბა­რი მოს­წონ­და, თა­მუ­ნა არა, სხვა და მთხო­ვა, რომ გა­მა­ცა­ნიო. ვერ გა­ვა­ცა­ნი, რა თქმა უნდა. მას შემ­დეგ გა­მარ­ჯო­ბაც არ მით­ქვამს. ამას­წი­ნათ მომ­წე­რა და მი­თხრა, მე და თა­მუ­ნას ერ­თმა­ენ­თი გვიყ­ვარ­დაო. ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვო ხარ, შენს სა­კითხს გა­დავ­ცემ გა­მო­ძი­ე­ბა­სო და რა­ღა­ცებს მე­მუქ­რე­ბო­და. სახ­ლი რომ გაქვს თეთ­რი­წყა­რო­შიო გა­დავ­ცემ და და­გი­ბა­რე­ბე­ნო", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ბა­ჩა­ლე­იშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­მა.


მა­რი­ამ ვარ­დი­აშ­ვილს AMBEBI.GE -სთან უპა­სუ­ხა ლობ­ჟა­ნი­ძემ და თა­ვის მხრივ ვარ­დი­აშ­ვილს სიც­რუ­ე­ში დას­დო ბრა­ლი.


"ცრუ­ობს, თუ უარ­ყოფს, არ ვიც­ნობ­დიო. ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქონ­და, მაგ­რამ თა­მარ­მა გა­მაც­ნო. მე მივ­წე­რე თუ იყა­ვი სამ­ძი­მარ­ზე - მეთ­ქი და კი ვი­ყა­ვიო და მგო­ნი, ესეც იც­რუა და არ იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში. მე იქ არ მი­ნა­ხავს. სამ­წუ­ხა­როდ, იგი თა­მა­რის ფსევ­დო­მე­გო­ბა­რი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც არ სურს გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, მაგ­რამ თუ ნე­ბით არ მივა იქ და გა­მო­ძი­ე­ბა ჩათ­ვლის სა­ჭი­როდ, სხვა გზე­ბით მი­იყ­ვა­ნენ. მან თვი­თონ მი­თხრა, რომ სახ­ლი აქვს თეთ­რი­წყა­რო­ში, სა­დაც იპო­ვეს თა­მა­რის ავ­ტო­მო­ბი­ლი. ვუ­თხა­რი, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის, თო­რემ მე გა­დავ­ცემ­დი. არ დავ­მუქ­რე­ბი­ვარ. ამ მი­მო­წე­რას წარ­ვუდ­გენ გა­მო­ძი­ე­ბას", - ამ­ბობს ლობ­ჟა­ნი­ძე.




კომენტარები:

ფართი შოპი