"გუშინ წავიკითხე ბატონი გოგის განცხადება... ცოტა დავმშვიდდი" - ნინო ქადაგიძე გოგი თოფაძეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

05 Aug 2020 21:17

ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნია გოგი თო­ფა­ძეს მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის. ამის შე­სა­ხებ ლე­ვან თო­ფა­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ბუსა ჟვა­ნი­ას დე­დამ ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რის კო­მენ­ტა­რის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.


"გუ­შინ წა­ვი­კი­თხე ბა­ტო­ნი გო­გის გან­ცხა­დე­ბა და ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ მისი ამ გან­ცხა­დე­ბის­თვის, ცოტა დავ­მშვიდ­დი... ეჭვი არ მე­პა­რე­ბა იმა­ში, რომ ბუსა სას­ჯელს იმ­სა­ხუ­რებს, თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ადეკ­ვა­ტუ­რი სას­ჯე­ლი იყოს.


ჩემ­სა და გოგი თო­ფა­ძეს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა, ალ­ბათ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში პი­რა­და­დაც შევ­ხვდე­ბი. ჩემი შვი­ლიც ადა­მი­ა­ნია და მა­საც აქვს თა­ვი­სი რა­ღა­ცე­ბი. დიდი იმე­დი მაქვს, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლი გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა"- გა­ნა­ცხა­და ნინო ქა­და­გი­ძემ "კუ­რი­ერ­თან" სა­უბ­რი­სას.


გუ­შინ გოგი თო­ფა­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ნინო ქა­და­გი­ძეს მხარს და­უ­ჭერს. მისი თქმით, რად­გან მისი შვი­ლიშ­ვი­ლი უკე­თაა, „სი­ფი­ცხემ გა­უ­ა­რა“.


"ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ და­მი­რე­კა, მას რას ვერ­ჩი... იმ დროს პო­ლი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი და ჩემი და­კი­თხვა მი­დი­ო­და. ვუ­თხა­რი, სა­ღა­მოს და­მი­რე­კეთ, სახ­ლში ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი, ვიც­ნობ ამ ქალ­ბა­ტონს, რა უნდა ვუ­თხრა, რა უნდა ვქნა? პო­ლი­ცი­ა­ში ის ვთქვი, რაც იყო. თუმ­ცა მინ­და გი­თხრათ, რომ სას­ჯე­ლის ზო­მის ასე აწე­ვა ჩემი სურ­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა, არ წა­ვალ ამა­ზე თა­ნახ­მა. მე­გო­ნა, ბავ­შვი კვდე­ბო­და, გამ­წა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და რა მოხ­და და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს, ეს უკვე არ ვიცი, არაა ჩემი ბრა­ლი.


რა ვუქ­ნა იმას, რაც ჩვე­ნე­ბა­ში მი­წე­რია და რა­ზეც ორ­ჯერ მო­მა­წე­რი­ნეს ხელი? პირ­ვე­ლი 2 დღე გი­ჟად ვი­ყა­ვი და ის დავ­წე­რე, რაც რე­ა­ლუ­რად ვი­ცო­დი. ვიც­ნობ დე­და­მისს, კაი ქა­ლია, ტი­რის, მაგ­რამ რა ვქნა?


ისე, ის ბიჭი 2 დღის წინ რომ სა­დღაც მე­ნა­ხა, იქ­ნე­ბა მო­მეკ­ლა კი­დეც, მაგ­რამ ახლა ლე­ვა­ნი უკე­თე­სო­ბის­კე­ნაა და სი­ფი­ცხემ გა­და­მი­ა­რა. მთვრა­ლი იყო ისიც, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლიც, იმას ის გოგო მოს­წონ­და, ჩემ­სას იმ ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია, მაგ­რამ ჟვა­ნი­ას რა და რო­გორ მო­ეჩ­ვე­ნა, არ ვიცი. ყვე­ლა­ნი, ვინც იქ იყ­ვნენ, ლე­ვა­ნი­კოს თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი არი­ან, ის გო­გო­ნაც. შევ­ხვდე­ბი დე­და­მისს, და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი... რომ გა­ვი­გე 15 წე­ლიო, შე­მე­ცო­და, კაცო, ის ბიჭი და დე­და­მი­სი" - გა­ნა­ცხა­და გოგი თო­ფა­ძემ.


ცნო­ბის­თვის, ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვა­ნი­ას, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის, ლე­ვან თო­ფა­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.



კომენტარები:

ფართი შოპი