შოთა რეხვიაშვილი: გარდაბანში საჭიროების მიხედვით, მოსახლეობას სურსათს ურიგებენ

05 Aug 2020 21:40

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი გარდაბანში დადასტურდა.


„გარდაბანში, სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსის ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევაა, მაგრამ სანუგეშო ის არის, რომ ოთხივე ფაქტი არის საკარანტინე სივრცეში გამოვლენილი, ანუ მოქალაქეები არიან დაცულ, იზოლირებულ გარემოში. იქ ეპიდემიოლოგები დღემდე აქტიურად განაგრძობენ მუშაობას. არის გარკვეული კონტიგენტი ადამიანებისა, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში და საინკუბაციო ვადები გადის. გუშინ 20-ზე მეტი ასეთი ადამიანი შემოწმდა და ყველას პასუხი უარყოფითია“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.


ამასთან, როგორც რეხვიაშვილი აცხადებს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც დახმარება ესაჭიროება,  სურსათს ურიგებენ.


„წითელი ჯვარი ძალიან აქტიურად გვიდგას მხარში სურსათის დარიგების პროცეში. გუშინ ნაწილი, 85 სასურსათო ნობათი გაიცა ადგილობრივ მოსახლეობაზე და დღესაც გრძელდება ეს აქტივობა. უახლოეს პერიოდში მსგავსი აქტივობა კვლავ გვექნება ორგანიზებული, რათა მათ, ვინც სიდუხჭირეს განიცდის, დახმარება აღმოვუჩინოთ“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი