ჩინური „ტიკტოკი“ და „ვიჩატი“ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენენ

06 Aug 2020 12:05

აშშ-ს საკუთარ ბაზარზე ჩინური არასანდო აპლიკაციების ხილვა არ სურს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ჩინური „ტიკტოკი“ და „ვიჩატი“ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენენ. 


პომპეოს განცხადებით, ვაშინგტონი იმუშავებს, რომ სხვადასხვა ჩინურ აპლიკაციებსა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებს დაუბლოკოს წვდომა ამერიკის მოქალაქეებისა და ამერიკული ბიზნესის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე.


„ტიკტოკს“ 15 სექტემბრამდე აქვს ვადა, რათა გადაწყვიტოს, მიყიდის თუ არა კომპანია „მაიკროსოფტს“ აშშ-ში ოპერირების უფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე აიკრძალება.



კომენტარები:

ფართი შოპი