თურქეთში კორონავირუსის 1 178 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 19 პაციენტი კი - გაედაიცვალა

06 Aug 2020 12:14

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი კიდევ 1 178 ადამიანს დაუსვეს, 19 ადამიანი კი ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა საერთო ოდენობამ 5 784-ს მიაღწია.


სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 236 112 ადამიანი. მათგან ვირუსი უკვე დაძლია თითქმის 220 ათასმა პაციენტმა.


ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთმა „კოვიდ-19“-ის ტესტი ხუთ მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარა.



კომენტარები:

ფართი შოპი