ეკატერინე ტიკარაძე: 200 ლარიანი დახმარება ბავშვებისთვის 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე სრულად ანაზღაურდება

06 Aug 2020 15:40

დარწმუნებული ვართ, 200 ლარიან დახმარება 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრუულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მან განმარტა, რომ ამ დახმარებას ჩვიდმეტი წლის ჩათვლით ბავშვები მიიღებენ. განაცხადების შევსებასთან დაკავშირებით კი ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს.


„ჩემი მოადგილე დეტალურად გაანცნობს საზოგადოებას, თუ რა საჭირო დოკუმენტები იქნება წარმოსადგენი, რათა ბავშვებმა ეს კომპენსაცია მიიღონ. ვფიქრობთ, რომ წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა ოპერატიულად და საჭირო დროს მოხდეს ამ თანხების ანაზღაურება ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის“, - დასძინა ტიკარაძემ.


მისივე თქმით, საჭირო ინფორმაციას ამ თვალსაზრისით საზოგადოებას სამინისტრო მომავალ კვირაში მიაწვდის. ასევე, თუ რომელ პორტალზე იქნება შესაძლებელი ამ დოკუმენტაციის ატვირთვა კომპენსაციის მისაღებად.


„დარწმუნებული ვართ, 1-ლი სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები“, - დასძინა ტიკარაძემ.


პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 17 წლის ჩათვლით ბავშვები სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით 200 ლარის ოდენობით თანხას მიიღებენ.



კომენტარები:

ფართი შოპი