17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი

06 Aug 2020 21:28

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "ქრონიკის" ეთერში განაცხადა, რომ 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად  სპეციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირება 15 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.


„ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ამ წუთებშიც მუშაობა იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ განხორციელდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და შემდეგ უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვების შემდეგ მოხდება 1-დან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა.


თუ მშობელი განაცხადს არ შეავსებს, ამით ის უდასტურებს მთავრობას, რომ კომპენსაციაზე უარს აცხადებს. ამიტომ რეგისტრაცია სავალდებულოა. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვების რეგისტრაციის სრული მონაცემები და ბაზა გვაქვს, მთავრობას ესაჭიროება კონკრეტული მონაცემები. დარეგისტრირება საკმაოდ მარტივი იქნება. ამისთვის მხოლოდ ბავშვისა და მშობლის მონაცემები და საბანკო რეკვიზიტებია საჭირო“, - განაცხადა ტიკარაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი