გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე შსს-ს მიერ არის ჩანერგილი.
„ბაჩანა ლობჟანიძეზე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის არის ჩანერიგილი პიროვნება, სპეციალურად მოგზავნილი შსს-ს მიერ. მე როცა დავრეკე, ის ბრძანდებოდა შსს-ში ტელეფონით. შსს-ში ყველას ტელეფონით არ უშვებენ. არ გამოვრიცხავ იმ ფაქტსაც, რომ ბაჩანა ლობჟანიძის მიერ იყოს გატყუებული ჩემი შვილი სახლიდან. ეს ეჭვი გამიჩნდა მასთან გასაუბრების შემდეგ და იმ ინტერვიუების შემდეგ, რაც ვნახე. კილაძეს უდევს ფოტოები, რომ შეყვარებული გარდაცვლილი ჰყავდა და ქეიფობდა. რომელი ჭკუათმყოფელი შეყვარებული ქეიფობს და ექეიფება ამ დროს ხო? ამან გამიმყარა ეჭვები და ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ ეს ბაჩანა შსს-ს მიერ იყო მიგზავნილი, რომ გაეტყუებინა ჩემი შვილი სახლიდან. დავაყენე შსს-ში მისი ფსიქიკური პრობლემების საკითხი და ამას გადავამოწმებთო. თავიდან მჯეროდა, თუმცა მერე მივხვდი, რაშიც იყო საქმე და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, საიდან იცნობდა“,- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.