მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 მილიონს გადააჭარბა

07 Aug 2020 13:06

მსოფლიოში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, კორონავირუსით 19 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.


ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემთა ბაზის თანახმად, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, მსოფლიოს მასშტაბით, 700 000-ს გადასცდა.


ეპიდემიის დასაწყისიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციით უკვე 713 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებშია გამოვლენილი, სადაც ინფექციის შემთხვევების რიცხვი 4 800 000-ს აჭარბებს.


2 900 000-ს აჭარბებს ინფიცირების შემთხვევები ბრაზილიაში, ინდოეთში კი „კოვიდ 19“-ით უკვე ორ მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული.


ბოლო 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით, ვირუსით 260 000 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.



კომენტარები:

ფართი შოპი