ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 149-მდე გაიზარდა

07 Aug 2020 14:05

ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 149-მდე გაიზარდა. 


4 აგვისტოს პორტში აფეთქების შედეგად 5 000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. ლიბანის სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში პორტის 16 თანამშრომელი დააკავეს.


პორტისა და საბაჟოს შვიდ თანამშრომელს, მათ შორის ბეირუთის პორტის მთავარ მენეჯერს, ჰასან კორაიტემს და ლიბანის საბაჟო სამსახურის უფროსს, ბადრი დაჰერს აქტივები გაუყინა. პარალელურად, მთავრობის მოქმედებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა ბეირუთში საპროტესტო აქცია გამართეს. დემონსტრაცია მოგვიანებით სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა.



კომენტარები:

ფართი შოპი