ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია

07 Aug 2020 18:14

"დღეს 12 წელი სრულდება რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან, რომელსაც ჩვენი მშვიდობიანი თანამოქალაქეების, ჯარისკაცების და პოლიციელების სიცოცხლე შეეწირა. პატივს მივაგებ და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის "facebook"-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


"საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა, უთანასწორო ბრძოლაში, გმირობისა და მსხვერპლის ფასად, შესძლეს ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება.


მჯერა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია. ჩვენი პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ დეოკუპაციას და საქართველოს გაერთიანებას", - წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.



კომენტარები:

ფართი შოპი