10 აგვისტოდან საქართველოში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

07 Aug 2020 18:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 აგვისტოს საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება.


10 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება და 15 აგვისტომდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს.


რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 11 აგვისტომდე ცხელი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 11 აგვისტოდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა 3-5 გრადუსით დაიკლებს.



კომენტარები:

ფართი შოპი