მამუკა ხაზარაძე: არც ერთ გოჯ მიწას არ დავთმობთ

07 Aug 2020 18:41

70 სოფელი, რომელიც ე.წ. საზღვრის პირას არის, ძალიან სერიოზულად აღიჭურვება მატერიალურად და ტექნიკურად, – ამის შესახებ  პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.


„12 წლის წინათ მართლა დიდი ტრაგედია მოხდა. „ლელო“ ძალიან სერიოზულ ცვლილებას შეიტანს და ის 70 სოფელი, რომელიც ე.წ. საზღვრის პირას არის, ძალიან სერიოზულად აღიჭურვება მატერიალურად და ტექნიკურად, რათა მათ იგრძნონ, რომ მათ უკან სახელმწიფო დგას.


საკმაოდ სერიოზული პაკეტი გვაქვს იმისთვის, რომ ე.წ. ბრძოლის წინა ხაზზე მდგომი თითოეული ადამიანი, ახალგაზრდა თუ მოხუცი გრძნობდეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ის სხვანაირი მხარდაჭერით არის უზრუნველყოფილი ფინანსურად, მატერიალურად და ტექნიკურად. დღეს იქ ცხოვრება გმირობის ტოლფასია. ჩვენ არც ერთ გოჯ მიწას არ დავთმობთ და ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმის საჩვენებლად, რომ მიწის ნებისმიერ გოჯზე, რომელსაც ოკუპანტი შეეხება, საკმაოდ სერიოზული რეაგირება იქნება, დიპლომატიური თუ პროტესტის სხვა ნებისმიერი ფორმა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი