"გადავრჩით... ქალბატონ ნინოსაც შევხვდი და ვილაპარაკეთ" - გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას დედასთან შეხვედრასა და შვილიშვილის მდგომარეობაზე

07 Aug 2020 18:51

ლე­ვან თო­ფა­ძის დაჭ­რის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ბუსა ჟვა­ნი­ას დე­დამ ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნი­ამ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯახს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და. ამის შე­სა­ხებ მან სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან გა­ნა­ცხა­და, რის შემ­დე­გაც დაჭ­რი­ლის ბა­ბუ­ამ გოგი თო­ფა­ძემ AMBEBI.GE-სთან გა­ნა­ცხა­და: "ვნა­ხავ ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს... რაც შე­მიძ­ლია მხარს და­ვუ­ჭერ, მე­ცო­დე­ბა".


რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ბიზ­ნეს­მე­ნი და ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ბუსა ჟვა­ნი­ას დე­დას ნინო ქა­და­გი­ძეს უკვე შეხ­ვდა. სა­უბ­რის ში­ნა­არ­სი უც­ნო­ბია, თუმ­ცა შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ლე­ვან თო­ფა­ძის ბა­ბუა ამ­ბობს, რომ ბუსა ჟვა­ნი­ას­თვის ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბა საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოხ­და და არა იმი­ტომ, რომ თო­ფა­ძე­ებ­მა მო­ი­თხო­ვეს.


AMBEBI.GE დაჭ­რი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძის ბა­ბუ­ას, გოგი თო­ფა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:


- ბა­ტო­ნო გოგი, რო­გო­რია ლე­ვა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?


- გა­დავ­რჩით, ლე­ვა­ნი­კო უკე­თაა. ხვალ, ან ზეგ სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­წე­რენ და შინ გა­ვაგ­რძე­ლებთ მკურ­ნა­ლო­ბას.


- ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს­თან რაზე ისა­უბ­რეთ და მო­ი­ლა­პა­რა­კეთ?


- ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს შევ­ხვდი, ვი­ლა­პა­რა­კეთ, მაგ­რამ რაზე, ამას ვერ გე­ტყვით. მი­თხრეს, არ ილა­პა­რა­კოო და არ ვი­ტყვი, სა­ი­და­ნაც არ უნდა მო­მიდ­გეთ.



წყარო - ambebi.ge



კომენტარები:

ფართი შოპი